- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბაზ საჯაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან ერთად, საჩინოს, ჭველესა და ქალაქ წალენჯიხის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შესრულების ტემპი შეამოწმეს და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან პროექტების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ ობიექტებზე:
- ეწერფერდის გზის ინფრასტრუქტურული მოწყობა;
- საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;
- ქალაქ წალენჯიხაში, თ. ფიფიას ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

