ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა

  • ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოები.

ამ დროისათვის ქ.ჯვარში არსებული 58 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წყლის მრიცხველების მონტაჟი დასრულებულია, დარჩენილია კერძო საცხოვრებელი სახლების 🏠 გამრიცხველიანება,რომელიც ეტაპობრივად დაიწყება.