ჯვარში სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ჯვარში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ოხარკალეს უბანში რკინა-ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე ტერიტორიაზე კი მდინარე ლეკერას კალაპოტის ამოწმენდის სამუშაოები დასრულდა.