ჯვარში გაიმართა გურგენ სამუშიას საიუბილეო საღამო

  • ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა გურგენ სამუშიას საიუბილეო საღამო.

საღამოს ორგონიზატორი იყო ჯვარის კულტურის სახლი დირექტორი ბაია ქარდავა და ზური სამუშია. საღამოს მასპინძელი გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი “სამა” და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გია მატუა და ქორეოგრაფი ჟანა ქარდავა.

საიუბილეო კონცერტს უძღვებოდა ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ჩელა”- უფროსი თაობა.