ჯვარს 24-საათიანი წყალმომარაგება დღეიდან აქვს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა და წყალმომარაგების საკითხებში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ქალაქ ჯვარს დღეიდან, 31 ოქტომბრიდან სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. წყალი სასმელად ვარგისია და მრავალწლიანი პრობლემაც აღმოფხვრილია.

წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები, ელექტროსისტემა და სატუმბი სადგურები, მოხდა შიდა ქსელების სამარაგო ავზის დატესტვა; ასევე, ავზში 2 000 ტონა წყლის მიღება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გამრიცხველიანდა 1800 აბონენტი.

წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების ყველა ეტაპი დასრულებულია და ვარგისიანობის ლაბორატორიულ შემოწმებაც გავლილია.

ქალაქის ყველა წერტილში წყლის მიღების სისტემა დატესტილია.

აღსანიშნავია,რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები სრულდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით.

STJ-ფრანგული კომპანიის ჯვარის წყალმომარაგების ზედამხედველობის ინჟინერის თემურ მახარაშვილის განცხადებით,მოსახლეობამ მეტი აქტიურობით უნდა ითანამშრომლოს წყალმომარაგების კომპანიასთან დაერთების საკითხთან დაკავშირებით,რათა სასმელი წყალი სრული დატვირთვით ყველა ოჯახს მიეწოდოს.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს