ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს

  • “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება ლესალეს ლეთოფურესა და ლეხარჩილეს უბნებში.

უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს გარეგანათებები-სქურში, ლეხარჩილესა და ლებელქანიეში. ხიდ-ბოგირები-ლეჩანგელიეს, სამიქაოსა და ნოღას უბნებში. სანიაღვრე არხების მოწყობა სამიქაოს, ლეჩანგელიესა და ნოღას უბნებში.

“სოფლის მხარდაჭერის”პროგრამის ფარგლებში, ჯგალში მოსახლეობის მიერ -9 პროექტი შეირჩა.