ხვალ წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება

  • 12 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

10.00-წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 10.30- სტუმრების მიღება მუზეუმში და ტ. გრანელის ნახატების „რეპროდუქცია ლითონში“ (ბესო ხუბუიტია) გახსნა.

11.30 – ტ. გრანელის ძეგლის გვირგვინით შემკობა, რეზო ადამიას ნახატების გამოფენა.

12.00 – გ.კალანდიას სახელობის მოედანი; ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების , ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

12.30 – გ.ცანავას სახელობის პარკი: წალენჯიხელი ძველი და ახალი თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

13.00 – გაზეთ ,,ეგრისის“ ვარსკვლავის გახსნა. (ძვ.სტამბის წინ)

13:20- ქალაქის ცენტრში მოეწყობა წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ტერენტის პოპულარიზაციაში შეტანი წვლილისათვის მოქალაქეთა დაჯილდოვება.

14.00 -კონცერტი ღია ცის ქვეშ(ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით).

16.00 – ნ.შენგელაიას სახელობის კინო-თეატრი: დოკუმენტური ფილმი „უცნობი გრანელი“; მონოსპექტაკლი „ტერენტი გრანელი“ (ავტ..პეტრე კოლხი); ქოროეოგრაფიული მკომპოზიცია (სცენოგრაფი. ანა ჩიქოვანი.

18:00 კონცერტი: ოთო ნემსაძე და ნათია დუმბაძე. ქალაქის ცენტრში მოეწყობა ფერების ფესტივალი; მოძრაობის თეატრის მსვლელობა; საბავშვო ატრქციონი. ადმინისტრაციული ერთეულები წარმოადგენენ შემოდგომის დღესასწაულს.