წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ.

ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.