წალენჯიხელი მძლეოსნების წარმატებები

  • 14-15 მაისს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში 2006-2007-2008.წ.წ დაბადებულთა შორის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრზე წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მძლეოსანთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

I ადგილი შუბის სტყორცნაში – უჩა ბეშია, ანი ქოქოსაძე; II ადგილი – ლუკა ჭრიკიშვილი – შუბის სტყორცნაში,ასევე უჩა ბეშია- ბირთვის კვრაში; III ადგილი – ანი ქოქოსაძე ბირთვის კვრაში. სიგრძეზე ხტომაში წარმატებით იასპარეზეს: გიორგი აკობიამ ( V ადგილი) და ნანო ჭელიძემ ( IV ადგილი).მწვრთნელი გახლდათ ლია ხუბულავა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მწვრთნელსა და ნორჩ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.