წალენჯიხაში 9 აპრილის სკვერის და დავით აღმაშენებლის პანოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 9 აპრილის სკვერი და დავით აღმაშენებლის პანო სრულად რეაბილიტირდება.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მერიის უკან მდებარე ეზოს, სავალი ბილიკებისა და საპირფარეშოს სრული რეაბილიტაცია. ასევე ქალაქის შემოსასვლელში 9 აპრილის ქუჩაზე ტურისტული სტენდისა და შადრევანის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.