წალენჯიხაში ხობელიას ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხობელიას ქუჩის პირველ და მეორე მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.