წალენჯიხაში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება

  • წალენჯიხის მუნიციპალოტეტში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. აღნიშნული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ რეაბილიტაციის ცენტრი მერიის დაქვემდებარებაში იქნება და ბავშვები სხვადასხვა თერაპიის კურსს უფასოდ გაივლიან.

ცენტრი ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგადი უნარებისა და შესაძლებლობების განვთარებას. ბენეფიციარები გაივლიან ყველა საჭირო რეაბილიტაციის პროგრამას.

რეაბილიტაცია-აბილიტაციის კურსს გაუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციური სპეციალისტები.