წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა. ღონისძიება ყოფილი კოლმეურნეობის ეზოში გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა პროექტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნა, რომ წალენჯიხა გახდება ადგილი, სადაც ტურისტები გაჩერდებიან და კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

იტალიიდან ჩამოტანილიქნა 105 ხე და დეკორატიული ბუჩქი (კვიდო იაპონური, წყავი ნოვიტა, კამელია, აბელია, ლიქვიდამბარი, ხეტიტა, კედარი ოქროსფერი, ფოტინია, მარადმწვანე მუხა, მაგნოლია, კვიდო ოქროსფერი და სხვა), რომლის დარგვაც დაიწყო და ამით სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტი გულისხმობს კულტურისა და განათლების ცენტრის შექმნას.

აქ უნდა გაიხსნას ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა.

აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო, მოეწყობა აფხაზურ-კოლხური რესტორანი.

აღნიშნული პროექტი რეპოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით განხორციელდება