13 ივლისს, ქალაქ ჯვარში სკრინინგ-აქცია ჩატარდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორშაბათს, 13 ივლისს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, "ნიქოზის" სკრინინგ ცენტრი ჯვარის საოჯახო კლინიკაში კვლევებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება: სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული გამოკვლევა 40-დან 70 წლის ჩათვლით მამოგრაფია 25-დან 29 წლის ჩათვლით ტარდება ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი) 30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი; (საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ანალიზი)...