ექსტრემი ენგურჰესზე: ტურისტულ ზონას ახალი, ზიპლაინი შეემატა

ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი, ექსტრემალური ატრაქცია - ზიპლაინი შეემატა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან ამოქმედებული სათავგადასავლო სივრცე მიზნად ისახავს შემეცნებითი ტურები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, აქტიური და ადრენალინით სავსე გახადოს. უწყების ცნობით, ახალი ატრაქციონი თავისი მასშტაბებითა და პარამეტრებით გამორჩეულია: სიმაღლე: 320 მეტრი, საერთო სიგრძე: 600 მეტრი. "პროექტი მნიშვნელოვან წვლილს...