წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • გადაუღებელმა წვიმებმა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად ადიდდა ღელეები და მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დატბორა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ნაპირდამცავი ჯებირები.

ამჟამად არსებულ სიტუაციას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისიები დაითვლიან და ზარალის აღმოფხვრის სამუშაოები შესაბამისად განხორციელდება .