წალენჯიხაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს

  • დღეს, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის პარკში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეები, სკანდირებდნენ: „საქართველო! არა რუსულ კანონს!“

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.