წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელ სახლები გადასცა

  • „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხაში, სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა.

„ლელოს“ ინფორმაციით, სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა.

„ოჯახებს, რომელთაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ სახლებს საჩუქრად გადასცემს აქამდე წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ,. სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა. აღნიშნულ შენობაში კი ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური ცენტრი მოეწყობა, ასევე იქნება IT სკოლა და სხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი კურსები.

აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახი 30 წელზე მეტია ცხოვრობდნენ რთულ სოციალურ პირობებში, ერთ-ერთი ბენეფიციარი ეტლით მოსარგებლე პირია. სამიდან ერთმა ოჯახმა ბინა წალენჯიხაშივე იყიდა, ორმა კი ზუგდიდში გადასვლა არჩია. სამივე ოჯახმა საცხოვრებელი ადგილები და თავადვე შეარჩიეს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ძველი კოლმეურნეობის შენობის რეაბილიტაციას და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს წალენჯიხელებისთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო