წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.

გუშინ, მოსახლეობასთან შეხვედრა ჯვარში გაიმართა. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:

  • ოჭანეში-გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და ხიდ-ბოგირის მშენებლობა;
  • ჯვარი-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, საფეხმავლო ხიდზე კი მოაჯირის რეაბილიტაცია;
  • ნაკას უბანი ბეტონის საფარის მოწყობა;
  • ზედა-ჯვარი-9 აპრილის სკვერის კეთილმოწყობა, საჯაიას ქუჩაზე კი სანიაღვრე მილის მოწყობა;

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც მოსახლეობამ თავად აირჩია დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

კონსულტაციები და საერთო კრებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.