წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში კვების ბარათების გაცემა გრძელდება.

“აღსანიშნავია, რომ ბარათების გაცემა 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს გაიცემა კვების ბარათი მათთვის, ვინაც ვერ შეძლო აღნიშნული ბარათის აღება. უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ. კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.ბარათის გამოყენება კი, ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი”-აღნიშნულია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .

ინფორმაციისთვის: წელს, საჯარო სკოლებში 289 პირველკლასელი დარეგისტრირდა.