წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა ფეხბურთის აკადემია გაიხსნება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბავშვთა ფეხბურთის იუვენტუსის აკადემია გაიხსნება.

საკითხთან დაკავშირებით, წალენჯიხაში იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ -“იუვენტუსი”-ს წარმომადგენელი, მენეჯერი-მარკო დეგორტესი, რომელიც პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას აქტიური მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს.

როგორც აღინიშნა, ეს იქნება გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც წალენჯიხელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინა.

მოლაპარაკებები იუვენტუსთან მამუკა ხაზარაძემ აწარმოა.

ჩამოსული სტუმრები ამ პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ნორჩ სპორტსმენებს შეხვდნენ, დაათვალიერეს წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალური მოედანი, ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.