წალენჯიხაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

  • 18 მაისს, საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად კოსტუმირებული მსვლელობებითა და საკონცერტო ღონისძიებებით შეუერთდა.

კოსტუმირებული მსვლელობები და ღონისძიებები გაიმართა ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში.

ღონისძიებაზე საზოგდოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,რომელმაც დამსწრეთ ეროვნული სამოსისა და მუზეუმების დღე მიულოცა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.