წალენჯიხაში დიალიზის განყოფილება გაიხსნა

  • დიალიზის განყოფილება წალენჯიხის “ევექსის” კლინიკაში გაიხსნა.

დღეიდან, პაციენტებს ადგილზე მკურნალობის გავლა შეუძლიათ, რომლებსაც პროფესიონალი ექიმები მოემსახურებიან.

განყოფილებას ამ ეტაპზე ნეფროლოგი ლაშა წურწუმია ადგილობრივ და ჩამოსულ ექიმებთან ერთად ხელმძღვანელობს.

ამ დრომდე, წალენჯიხას დიალიზის განყოფილება არ ჰქონდა და პაციენტებს მკურნალობის კურსის გავლა ზუგდიდის კლინიკაში უწევდა.