წალენჯიხაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება.

ინფორმაციისთვის: წუხელ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ზარალი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეა.