ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ 300 000 ლარი გამოიყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ, საქართველოს მთავრობის  განკარგულებით გამოიყო 300 000 ლარი.

პროექტი ორ ეტაპიანია – მიმდინარე წელს მოხდება აღნიშნული თანხით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, პროექტის მეორე ეტაპი კი 2024 წელს დასრულდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 676 100 ლარს შეადგენს. 

ჩქვალერში საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. არსებული გზა ერთმანეთთან რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს.