“შექმენი მომავალი”

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 2023 წლის მაისის ბოლოს პირველად მასპინძლობს ირმა შარიქაძის ფოტო-ექსპერიმენტალურ მასტრკლასს-“შექმენი მომავალი”.

პროექტის თემაა ფოტოგრაფიის ვიზუალური ენის გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია საჯარო სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეებისთვის.

პროექტში მონაწილოების მისაღებად მსურველებმა 20 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com შემდეგი ინფორმაცია:

სამოტივაიო წერილი პროექტში მონაწილეობის დაინტერესების თაობაზე

(არანაკლებ 150 სიტყვისა);

მოკლე ბიოგრაფია;

ფოტო სურათი.

ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.