“შენი იდეა წალენჯიხას”

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ატარებს კონკურსს – “შენი იდეა წალენჯიხას”, რომლის პირველი ეტაპი, მოქალაქეებისაგან იდეების მიღების პროცესი დასრულდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სულ დარეგისტრირდა 10 პროექტი.

“ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს აღნიშნულ პროექტებს და მისთვის სასურველ სამ პროექტს მისცეს ხმა. იდეების ანალიზს ახორციელებს წინასწარ შექმნილი კომისია განსაზღრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. გამარჯვებული იდეის ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს კონკურსანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.”-აღნიშნულია წალენჯიხის მერიის ინფორმაციაში.