ფახულანში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ორი დღის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა დილიდან მინდინარეობს.

უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, საავტომობილო გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა რამდენიმე საათში ექნება.

პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

გუბერნატორი ადგილზე სტიქიის დღესაც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სპციალისტებთან ერთად დაიგეგმა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით გუშინვე დაიწყო სოფელ ლეძაძამეში ხიდის მოწყობა, აქ სტიქიის შედეგად სამანქანო გზის გარეშე 76 ოჯახი დარჩა.