უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

უწყების ცნიბით, მოვარდნილმა სტიქიამ მოარღვია ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ჯებირები, დაიტბორა ცენტრალური საავტომობილო გზები მუჟავასა და საჩინო-ჩქვალერის მიმართულებით. ასევე დაზიანდა ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩის ხიდი.
“პრობლემებია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენლები გასულები არიან სტიქიის ზონაში და ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას.
დილიდან კი ზარალის შემსწავლელი კომისია ადგილზე შეისწავლის ზარალის ოდენობას, რათა მოხდეს მოსახლეობის შესაბამისი დახმარება”-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.