უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში ჩამოასვენეს

  • უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში ჩამოასვენეს. მის ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

ქართველ მებრძოლს საგვარეულო სასაფლაოზე ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.