სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა

  • წალენჯიხაში სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე 100-მდე სტუდენტი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში.

დღეს კი სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს.