სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიებზე აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სქურდილას უბანში არსებულ ხიდთან ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარეობს ობუჯი-ჯიხაშკარის საზღვართან, მდინარე ჭანისწყალზე საფეხმავლო ხიდის ბურჯის გამაგრების სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სააბულაძოს უბანში მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.