სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

  • სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, კულტურის ცენტრის,სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საბიბლიოთეკო დაწესებულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაიმართა დისკუსია აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. აღინიშნა,რომ ეს არის დღე ,რომელც ყველა ქართველისათვის წარმოადგენს დიდ ტკივილს და სამუდამო კვალს ტოვებს ადამიანის სულში.

მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა ისტორიის იმ მხარეზე,რომელიც ბურუსს ჰფენს რეალობას,როგორ ითელება საქართველოს ახლო წარსულის ისტორია ოკუპანტების მიერ.

ღონისძიების მსვლელობისას,წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

აქვე გაიხსენეს წალენჯიხელი, აფხაზეთში მებრძოლი რეზო კალანდია,რომელიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მისმა მეუღლემ, ასმათ ჩიქობავამ მადლობა გადაუხადა დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ღონისძიების ორგანიზატორებს დაღუპულის გახსენებისა და პატივის მიგებისათვის,რომელიც პირველად მოხდა ამ 30 წლის მანძილზე.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით ,თვითმმართველობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.