“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ჭალესა და მუჟავაში გაიმართა

  • „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

“აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

მათ შორის: ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეული პრიორიტეტებია:

  • ეწერფერდში- გარე-განათებების მოწყობა,სასმელი წყლის მილებისა და ავზების შეძენა, ეწერფერდის შემოვლითი გზისმოხრეშვა-მოშანდაგება;
  • ჭალეში- სანიაღვრე არხების მოწყობა, წისქვილის დოლაბების შეძენა, სასაფლაოზე განათების სისტემების მოწყობა, დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია, უბნების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია და მოსაცდელის მშენებლობა;
  • ფოცხოეწერში პრიორიტეტად მოსაცდელის მშენებლობა, ცხაურების მოწყობა და სკვერის კეთილმოწყობა დასახელდა.
  • მუჟავას მცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტებად, სასმელი წყლის სისტემებისა და ავზების შეძენა, ასევე რკინა-ბეტონის ავზის მოწყობა მიიჩნიეს.
  • ოლორში- წისქვილის მშენებლობა, გარე-განათებების მოწყობა და სკვერის კეთილმოწყობა მოითხოვეს.
  • ნაშამგუში-სანიაღვრე არხების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასახელდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულერთეულებში, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.”-ნათქვამია განცხადებაში.