პატრიარქის აღსაყდრებიდან 45, ხოლო დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სააღდგომო საღამო გაიმართა

  • დღეს, ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებითა ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში პატრიარქის აღსაყდრებიდან 45, ხოლო დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო-სააღდგომო საღამო გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ.

ღონისძიება მაღალყოვლადუსამღვდელოესის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა,ანსამბლებმაა “მაფშალიამ” და “ბედინერამ”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,სამღვდელოება და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება ქართული მრავალჟამიერით დასრულდა.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.