წალენჯიხაში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები უტარდებათ

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხაში ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თავალის ოპერაციებს ატარებს. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან.

“სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი მესამე დღეა ჩვენს რეგიონშიბთვალის ოპერაციებს ატარებს. ოპერაციები გაკეთება ადგილზევე სამედიცინო ცენტრის მოძრავ ბლოკში. დღეს წალენჯიხაში მიმდინარეობს პროცესი, მანამდე გვქონდა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში, მნიშვნელოვანია რომ მოქალქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფინანსდებათ ეს ოპერაციები. მეორე ეტაპისთვის ეს სამედიცინო აქცია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.