მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

  • მურთაზ ციმინტიას სახელობის წალენჯიხის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია.

წალენჯიხის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს.

სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს საშუალება აქვს სწავლა გააგრძელოს გიორგი მთაწმინდელის გლობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასოა. სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს