მერია: ჯვარის მოსახლეობა სასმელ წყალს სატესტო რეჟიმში მიიღებს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარის მოსახლეობა სასმელ წყალს სატესტო რეჟიმში დღეიდან მიიღებს.

“ამავდროულად გრძელდება გამრიცხველიანება-დეზინფექცია და არსებული წყლის საერთო ქსელში ჩართვა. სასმელი წყალი ჩამოთვლილი ქუჩების საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებთან მიყვანილია და დარჩა შემდგომი ეტაპი, რაც მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ოჯახში შეყვანას გულისხმობს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღევანდელი მონაცემებით, ქ. ჯვარში 1000-მდე ოჯახი გამრიცხველიანდა, ეს პრიცესი კვირის ბოლომდე დასრულდება.

მოსახლეობას სასმელი წყალი სრული დატვირთვით უახლოეს პერიოდში მიეწოდებათ.