მერია-წალენჯიხაში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შპს “ინვესტ გრუპის” დირექტორი გიორგი წკრიალაშვილი, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ამერან წკრიალაშვილი და შაქრო კვაშილავა სტუმრობდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქალაქის დაქსელვის, ჭაბურღილების მოწყობისა და სასმელი წყლის მილების სრული რეაბილიტაციის საკითხი იყო.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ინვესტ გრუპი” განახორციელებს.

“ინვესტგრუპის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერს გააცნო 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყლის დაქსელვასთან დაკავშირებული საკითხები.

აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ქალაქის ახალი წყალგაყვანილობის სისტემების დაქსელვა-შეცვლა 60 კმ-ზე განხორციელდება, მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო- სადარაჯო ობიექტები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათავე ნაგებობას, აშენდება წყალსაფიტრი ნაგებობა.”-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარს შეადგენს და სამუშაოები მთლიანად ქალაქის ტერიტორიას მოიცავს.