მერია: ჩქვალერში, დამეწყრილ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

  • ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება,-ინფორმაციას ამის შესხებ ალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება-1.676.100 ლარს შეადგენს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის განხორციელების საკითხებზე ესაუბრა. დამეწყრილი გზის მონაკვეთზე სრულად შეიცვლება საგზაო სამოსის ტიპიური კონსტრუქცია, კიუვეტის კონსტრუქცია, საყრდენი კედლების კონსტრუქცია, ხიმინჯების კონსტრუქცია. მიერთებისა და ადგილობრივი შესასვლელების,ეზოში შესასვლელების კონსტრუქცია. მოეწყობა საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გიორგი ხარჩილავამ ასევე მოსახლეობას გააცნო ტურისტული ზონის, ჩქვალერი-ინწირას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საკითხები ,სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და ამავდროულად მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.