მერია ტობავარჩხილისკენ მიმავალი რამდენიმე ბილიკის მონიტორინგსა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას გეგმავს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ტურისტული მარშრუტის – ტობავარჩხილისკენ მიმავალი რამდენიმე ბილიკის მონიტორინგსა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას გეგმავს, ასევე ინწირას ჩანჩქერის ტურიზმს განიხილავს.

“ამასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სამეგრელოს ტუისტული ორგანიზაცია-DMO-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ და წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს. ისაუბრეს სამოქმედო გეგმებზე,ტურიზმის აღდგენასა და მხარეებს შორის კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, განიხილეს ჩქვალერის(ინწრა) და მუჟავას ხეობების ტურიზმის დაგეგმარება.”-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.