ობუჯში ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ბიბლიოთეკის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ბიბლიოთეკა წლების მანძილზე რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სრულდება.