თვალთვაძესა და სამეგრელოს ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  • ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძესა და სამეგრელოს ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ახლდება სანიაღვრე არხები, ეზოებში მისასვლელები,ბორდიურები. სრულად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ურბანული განვითარების, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს.

მონიტორინგი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყოველდღიურად გაგრძელება.