ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

  • ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, წალენჯიხელი ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთ, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.

ინფორმაციისთვის: ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად-სერჟანტ ზვიად დავითაძე და კაპრალ ალექსანდრე კვინიკაძესთან ერთად, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წლის 13 მაისს დაიღუპა.