დღეს წალენჯიხა -ტერენტობის დღესასწაული გაიმართა

  • დღეს, წალენჯიხა- ტერენტობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში ტ. გრანელის „რეპროდუქცია ლითონში“ (ავტ:ბესო ხუბუიტია) გაიხსნა.
გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო და სტუმრებმა აქვე რეზო ადამიას ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.
გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საზეიმოდ გაიხსნა გაზეთ ,,ეგრისის“ ვარსკვლავი.
ღონისძიების ფარგლებში წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი და ტერენტი გრანელის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დაჯილდოვა მოქალაქეები:
მომავლის ბიჭის, ნიკოს დედა, იზა ომაძე,
პეტრე კოლხი, რაულ ჯახია, მამუკა ხაზარაძე, ბროლისა ლუკავა, ვანჯი მანია,
გიორგი ბუნდოვანი, ოლეგი სალია, ეკა გოზალიშვილი, ლუარა სორდია, თორნიკე აფაქიძე, გოგოლა მესხია, ელიზბარ უბილავა, სერგო წურწუმია და ლერი ალიმონაკი.

ნიკო კვარაცხელიას დედამ აპეციალური სტიოენდიით დააჯილდოვა წალენჯიხელი წარჩინებული სტუდენტი ანი შელია.
ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში კი, ნაჩვენებ იქნა დოკუმენტური ფილმი -“სხვა მანტია აცვია მას”, მონო სპექტაკლი „ტერენტი გრანელი“ (ავტ..პეტრე კოლხის მონაწილეობით); აგრეთვე ნაჩვენებ იქნა ქოროეოგრაფიული კომპოზიცია.
დღესასწაულის ფარგლებში ქალაქის ცენტრში მოეწყო ფერების ფესტივალი და მოძრაობის თეატრის მსვლელობა.
ადმინისტრაციულმა ერთეულებმა წარმოადგინეს შემოდგომის დღესასწაული.