გია ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება საჯაროობისგან თავშეკავების მერე: მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა,რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით. დღეს, გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე. მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამარისთან, ადმინისტრაციასთან-ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი ᲛᲐძლევდა შესაძლებლობას. გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში, რაც თქვენ დამავალეთ, ძვირფასო წალენჯიხელებო! კიდევ ცოტა დრო დამჭირდება!”-წერს გია ხარჩილავა.