- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ხობელიას ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბაზ საჯაია, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია და მოადგილე გიორგი კვარაცხელია.

