წალენჯიხაში უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩატარდება

  • ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს “ნიქოზის სამედიცინო ცენტრის“ მოძრავი მამოგრაფიული აპარატის (მამომობილის) საშუალებით, ჩატარდება უფასო სკრინინგული გამოკვლევები.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კვლევები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის;

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-70 წლის ასაკის პირებისთვის (ორივე სქესი; ფარულ სისხლდენაზე ტესტი);

პროსტატის კიბოს რისკის მართვა – 50-70 წლის ასაკის მამაკაცებისთვის.

მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გამოკვლევები ჩატარდება 10:00-დან 17:00 საათამდე.

მისამართი: ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. №6

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 16 033

სკრინინგზე ვიზიტის დასაჯავშნად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ პლატფორმით.