- 25 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება.
ღონისძიება ადგილობრივ მეწარმეებს გააერთიანებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებს და სრულად წარმოაჩენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესპოტენციალს.
დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა უკვე აქვთ.
- დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ ბმულზე — https://events.gedc.ge/

