- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიებების სერიის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და დაინტერესებულ პირებს სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი და პროგრამები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს კი 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

